ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. ინფორმაციას “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
“თბილისი – მარცხენა სანაპირო , კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია! იარეთ ფრთხილად!” – წერს “ჩემი ქალაქი მკლავს”.