რამდენიმე საათის წინ თბილისში უბედური შემთხვევის შედეგად ტურისტი გოგონა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა რუსთაველის მოედანზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რა დროსაც თავის ქალის მძიმე მოტეხილობა მიიღო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, იგი პარასკევს, 28 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რუსულ გამოცემა Газета.ru-ზე დაყრდნობით, 27 წლის გარდაცვლილი ქალი მოსკოვიდანაა. იგი ინციდენტამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე მეგობრებთან ერთად სეირნობდა.
მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელიც ასახავს, თუ როგორ მღერის რუსი ტურისტი სიმღერას “უკანასკნელად” მიწისქვეშა გადასასვლელში გადავარდნამდე.
“ტურისტი გოგო ჩამოვარდა, თავის ქალა გაიტეხა და გარდაიცვალა
P.S ზუსტად არ ვიცი სად არის, მაგრამ მივამატებ უფრო დიდ ფოტოს ვინმე თუ მიხვდა სად არის ტერიტორიულად” – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.