საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მას შემდეგ, რაც ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე მეორედ ჩამოგლიჯეს ევროკავშრის დროშა, კვლავ აღმართა.
როგორ კუჭავა აღნიშანვს, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა მიუღებელია და რომ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან.
“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან”,- წერს კუჭავა სოციალურ ქსელში.
გუშინ, პარლამენტის წინ აქცია “თავისუფლებისთვის” გაიმართა. მასში მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ, როგორც ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსები და უფლებადამცველებიც.