Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი – ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

September 28, 2024
დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი – ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის გან­ცხა­დე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ის კერ­ძო სექ­ტორს და­უბ­რუნ­დე­ბა.

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2020 წელს შე­ვუ­ერ­თდი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნდს, მას შემ­დეგ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას და ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას. პარ­ლა­მენ­ტში, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, თუ მი­ნის­ტრის რან­გში. ამ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი და მათ­თან ერ­თად, ბევ­რი რამ გა­ვა­კე­თე და ბევრ შე­დეგ­საც მი­ვაღ­წი­ეთ ერ­თად, რაც ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლამ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ვსაქ­მი­ა­ნობ­დი ბიზ­ნეს­ში, კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის ბიზ­ნეს­ში. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ასე­ვე, ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ვთხო­ვე, მო­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა 4-წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ისევ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი კერ­ძო სექ­ტორ­ში და იქი­დან გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი გუნ­დის მხარ­და­ჭე­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თობ­ლი­ვად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ დავ­ტო­ვო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა. დიდი მად­ლო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ჩვე­ნი გუნ­დის ლი­დე­რებს ამ ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის­თვის, მი­ნის­ტრის პო­ზი­ცი­ას ვტო­ვებ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, რათა ახალ მი­ნისტრს მივ­ცე შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მო­ვი­დეს და სის­ტე­მას წა­რუ­ძღვეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ხოლო, მე რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ვიქ­ნე­ბი კერ­ძო სექ­ტორ­ში. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, თა­ნად­გო­მის­თვის და მე­გობ­რო­ბის­თვის, რა­საც მის­გან მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ღებ­დი. ასე­ვე მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვე­ნი გუნ­დის თი­თო­ე­ულ ლი­დერს მხარ­და­ჭე­რის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

რო­გორც ამი­ლახ­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, ის რჩე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს, რი­თაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქვე­ყა­ნას გა­ნაგ­რძოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და მყა­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

“გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ერთი დიდი ოჯა­ხია, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მთა­ვარს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზრდას და მათ გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვას. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მო­ად­გი­ლე­ებს და მთლი­ა­ნად სა­მი­ნის­ტროს შე­მად­გენ­ლო­ბას თა­ნად­გო­მის­თვის, მხარ­და­ჭე­რის­თვის, მრა­ვა­ლი გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მის­თვის, ბრძო­ლის­თვის და იმ დიდი რე­ფორ­მე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. პა­ტი­ვი იყო ჩემ­თვის თქვენ­თან ერ­თად ქვეყ­ნი­სა და ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა” – გა­ნა­ცხა­და ამი­ლახ­ვარ­მა.

ექსმი­ნის­ტრის ბი­ოგ­რა­ფია

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რის კა­რი­ე­რა ჯერ კი­დევ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ჰამ­ბურ­გში მაქსპლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბიზ­ნეს­ში სცა­და ბედი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი დაგ­რო­ვი­ლი კა­პი­ტა­ლი მა­მის და­არ­სე­ბულ ღია უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ახ­მა­რა და მისი რექ­ტო­რიც გახ­და. პო­ლი­ტი­კა­ში პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მო­ვი­და და პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი ჩა­ი­ბა­რა, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­ვი­და.

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

რას ამ­ბობ­და პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა­ზე?

მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია, რა­ტო­მაც პო­ლი­ტი­კა­ში შე­მოს­ვლას დავ­თან­ხმდი, იყო ის, რომ სრუ­ლად შემ­დგა­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი იმ სო­ცი­უმ­ში, სა­დაც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, რო­გორც რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი და კა­რი­ე­რუ­ლი კუ­თხით, ისე – მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც. ვი­ცო­დი, რამ­დე­ნი პრობ­ლე­მა იყო გა­ნათ­ლე­ბა­ში და მინ­დო­და კარ­გი საქ­მის კე­თე­ბის ბერ­კე­ტი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცე­მო­და. ძა­ლი­ან მინ­დო­და ერთი აგუ­რი მეც და­მე­დო, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან, მთა­ვა­რი გან­ძი, რაც ჩვენ შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, ეს ჩვე­ნი გო­ნე­ბა, ჩვე­ნი ცოდ­ნაა. ცოდ­ნა­საც დაგ­რო­ვე­ბა და შექ­მნა სჭირ­დე­ბა, ის თა­ვი­სით არ მო­დის. როცა გაჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ვი­ღე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან პირ­და­პირ ქარ­ცე­ცხლში გა­და­ვეშ­ვი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შე­საძ­ლოა, არც ეთან­ხმე­ბოდ­ნენ ჩემს ამ ნა­ბიჯს, მაგ­რამ არას­დროს ვუ­შინ­დე­ბო­დი გა­მოწ­ვე­ვებს, პი­რი­ქით, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მოწ­ვე­ვებ­თან ღირ­სე­უ­ლი გამ­კლა­ვე­ბა სწო­რედ წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია.

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს მე­უღ­ლე, ნინო წე­რე­თე­ლი და ორი შვი­ლი, ნუცა და ანა მია ჰყავს. რამ­დე­ნი­მე წლის წინ AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამი­ლახ­ვა­რი მე­უღ­ლე­ზე ჰყვე­ბო­და:

“ჩემი მე­უღ­ლე – ნინო წე­რე­თე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რია, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ნინო ჩემი ახლო მე­გობ­რის ჯგუ­ფე­ლი იყო და ერ­თმა­ნე­თი პირ­ველ კურ­სზე გა­ვი­ცა­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში..

დაბრუნება კერძო სექტორში: რატომ გადადგა თანამდებობიდან გიორგი ამილახვარი - ექსმინისტრის პოლიტიკური ბიოგრაფია და ოჯახურ ცხოვრება

ამი­ლახ­ვარს წე­რე­თე­ლი გვა­რის მი­ხედ­ვით ნამ­დვი­ლად არ შე­მირ­ჩე­ვია (იცი­ნის). ამის მერე მთე­ლი სტუ­დენ­ტო­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, მოკ­ლედ, მე და ნინო ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით… უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რეთ და იმა­ვე წელს ვი­ქორ­წი­ნეთ, 2006-ში. მალე ნიცა გვე­ყო­ლა, რო­მე­ლიც ახლა 15 წლი­საა. გვყავს ასე­ვე მე­ო­რე, 8 წლის გო­გო­ნა – ანა-მია ამი­ლახ­ვა­რი. სურ­ვი­ლი მქონ­და, შვი­ლე­ბი ჩემს 51-ე სკო­ლა­ში შე­მეყ­ვა­ნა, მის მი­მართ სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ცოტა – სუ­ბი­ექ­ტუ­რიც. მაგ­რამ მოხ­და ისე, რომ ბავ­შვე­ბი სხვა სკო­ლა­ში და­დი­ან და საკ­მა­ოდ კარ­გა­დაც სწავ­ლო­ბენ. ნი­ცაც და მიაც ხატ­ვით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი”.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული” – კახა კალაძე
  • აღმოჩენილია არალეგალური ცხოველთა სასაკლაო – სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • “მოკვდები და ქუთაისი გახდება სანიმუშო არაკორუმპირებული ქალაქი” – რას აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge