Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი გეი ნაცნობები ჰომოფობიურ პოსტებს დებენ – სტეფანე

July 5, 2021
ჩემი გეი ნაცნობები ჰომოფობიურ პოსტებს დებენ – სტეფანე

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი “ფეისბუქზე” წერს:

„ჩემი გეი ნაცნობები დებენ ჰომოფობიურ პოსტებს! მეტი ჩიხი რა უნდა იყოს,“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენების პასუხად.

ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები დაშალეს, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.
აგრესორმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება, რომლებიც თავიდანვე აგრესიულად გამოირჩეოდნენ.

მათ იერიში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მიმართეს. ჯამში 50-მდე  ჟურნალისტი დაშავდა.

მთავრობის მეთაურმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისი პრაიდი ორგანიზატორების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას, სააკაშვილის მეთაურობით” და რომ “ასეთი ტიპის აქციები და ღონისძიებები, პირიქით, ხელს უწყობს მათი ნიშნით, ამ უმცირესობების წარმომადგენლების დისკრიმინაციას”.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, “ისედაც დაძაბული ფონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ გაამწვავა”.

Tbilisi Pride ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს.

“დღეს, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა პრაიდის კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად.” – წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ლგბტ ადამიანების და მხარდამჭერების სამოქალაქო გაერთიანება ”თბილისის პრაიდის” დირექტორი გიორგი თაბაგარი მედიის წარმომადგენლებს სოციალურ ქსელში მადლობას უხდის.

“ჩვენთან ერთად იყავით ამ ბრძოლაში და თქვენ იყავით წინა ფრონტზე. ძალიან დიდი მადლობა სამოქალაქო გმირობისთვის!” – თბილისი პრაიდის ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი მედიას მაღალი სტანდარტით მუშაობისთვის მადლობას უხდის.

“არასოდეს უმუშავია მედიას ასე კარგად, როგორც ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ისეთი სტანდარტით გააშუქეს პრაიდთან დაკავშირებული ამბები, რომ მართლა ძალიან მადლიერი ვარ. თქვენზე დიდი წილი მოდის ამ ქვეყანაში აზროვნების ცვლილების გარდაუვალ პროცესში” – წერს თაბაგარი Facebook-ზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი ხანძარი ასპინძაში – რა დეტალები ხდება ცნობილი
  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge