მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“გავიფიქრებ ხოლმე გამოვედით 90იანების კომპლექსიდან,დავმშვიდდით და გავიზარდეთ საზოგადოება-თქო და უცებ…წავიდა ცემა-ტყეპა,ერთმანეთის თავ-პირის ლეწვა და ჯანდაბა…
ისე მოგვდის, ვირტუალურ თამაშებში ურთულეს ლეველებს რომ გაივლი, დააგროვებ ქულებს და ისაა სამშვიდობოს უნდა გახვიდე რომ ერთი პატარა არასწორი მორაობის გამო ისევ პირველ ლეველზე ჩაიწვები…
ხოდა, მერდენედ უნდა ჩავიწვეთ და დავბრუნდეთ საწყის პოზიციაზე? ყოველ ჯერზე სულ უფრო წარმოუდგენელი შეცდომებია,რომ ვერც წარმოიდგენს ადამიანი,ისეთი შეცდომები.თითქმის ყველას და ყველანაირ ფასეულობებს დავაფურთხეთ უკვე და აი ახალიც-ახლა ჟურნალისტების დევნა გვაკლდა !
მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელია ნაცემი და დაზიანებული ,აპარატურა დალეწილი.
ისეთ რა ფასეულობებს იცავთ რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობებს ფეხით თელავთ?!
ორივე მხარეს ეხება ეს და ზოგადად ჩვენ ყველას, მთელ საზოგადოებას!ფასეულობების გარდატეხა მოხდა დღეს ჩემთვის….” – წერს რაზმაძე.
ღირსების მარში დღეს, 5 ივლისს, ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება თბილისი პრაიდი-ს ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, დაამტვრიეს ტექნიკა, პარლამენტის შენობის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები დაშალეს, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.
აგრესორმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება, რომლებიც თავიდანვე აგრესიულად გამოირჩეოდნენ.
მათ იერიში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მიმართეს. ჯამში 40-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.