29 სექტემბრიდან დედამიწასთან ახალი, დროებითი თანამგზავრი – მინი მთვარე გამოჩნდება. ეს იქნება, ასტეროიდი, რომელიც დედამიწის ორბიტაში მალე შემოვა და ორ თვეს გაატარებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, მისი მისია დედამიწის გრავიტაციის დროებით დაბალანსებაა.
მკვლევრების თქმით, მას, სავარაუდოდ, პროფესიონალური ტელესკოპის დახმარების გარეშე ვერ დაინახავთ.
NASA-ს მიერ დაფინანსებულმა მეცნიერებმა პაწაწინა ასტეროიდი, რომელსაც 2024 PT5 უწოდეს, 7 აგვისტოს აღმოაჩინეს. ასტეროიდი მოვიდა “არჯუნას“ ასტეროიდთა სარტყლიდან. ის დედამიწის ორბიტას 29 სექტემბერს შეუერთდება და 25 ნოემბერს დატოვებს.
ასტეროიდი 2024 PT5 დაახლოებით ავტობუსის ზომისაა. მიუხედავად იმისა, რომ მინი მთვარე დედამიწის ორბიტაზე მხოლოდ ორი თვის განმავლობაში იქნება, ის პლანეტასთან სიახლოვეს რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩება.
როდის მოუახლოვდება მინი მთვარე დედამიწას?
ასტეროიდი 2024 PT5 დედამიწასთან 29 სექტემბერს მოვა და დაახლოებით 57 დღეს დაჰყოფს.
რა არის მინი მთვარე?
როდესაც ასტეროიდები უახლოვდებიან დედამიწას, ისინი, როგორც წესი, ან დაფრინავენ პლანეტის გვერდით, ან მის ატმოსფეროს ეჯახებიან…
თუმცა, პლანეტარული საზოგადოების თანახმად, უფრო იშვიათ შემთხვევებში, ისინი იპყრობენ დედამიწის გრავიტაციულ ძალას და ხდებიან მინი მთვარე.