Sunday, March 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება”- რას გვირჩევს ინფექციონისტი?

September 24, 2024
“მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება”- რას გვირჩევს ინფექციონისტი?

საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული,- ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია.

„საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც. ზოგ შემთხვევაში დაავადება აცრილ ადამიანებშიც გვხვდება, თუმცა მათ სიმპტომები ნაკლებად აქვთ გამოხატული.

ყივანახველას გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis, რომელიც გადაედება წვეთების გზით. გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.

სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება. თავიდან იწყება „გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.

ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.

დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.

დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას“,- წერს ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გვარამია არ გამორიცხავს, რომ ეუთოს რეკომენდაციის გამო “ხარება” დააკავონ
  • “წარმოიდგინეთ რიგითი ქოცის იმედგაცრუება”- რას წერს გია ხუხაშვილი
  • 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge