კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა.
დიღმის მთავარი სამმართველოდან გამომძიებლები და ბექა ჯაიანის უფლებადამცველები ცოტა ხნის წინ გამოვიდნენ. 26 წლის მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ტრანსგენდერი ქალის მეგობარი მამაკაცის სასამართლო პროცესი, დღეს ჩაინიშნება. ახლა საინტერესოა, რას იტყვის და დაარღვევს თუ არა დუმილს ბექა ჯაიანი განსასჯელის სკამიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი ადვოკატი დაიცავს დაკავებულის უფლებებს. საქმის მასალები ცოტა ხანში გადაეცემა უფლებადამცველებს და ადვოკატები მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ, უფრო მეტს ისაუბრებენ საქმესთან დაკავშირებით.
მოდელი და მსახიობი, ტრანსგენდერი ქალი გუშინ, 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.
“პირველების” ინფორმაციით, ჯაიანი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას გეგმავდა.
კესარია აბრამიძეს 20-მდე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. არსებობს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელიც ადასტურებს, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჯაიანი მასთან სახლში მივიდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს