“მე მაქვს ეს ვიდეო და აუცილებლად დავდებ…” – მომღერალი ინდირა ჯგერნაია კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მომრერალი წერს, რომ კესარია მისი მეგობარი მამაკაცის მიერ ძალადოის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა.
ვიდეო იხილეთ აქ
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული კესარიამ მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მას სხვეუკზე 50 ჭრილობა აღენიშნებოდა.
თავდაპირველად გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით), მოგვიანებით კი კვალიფიკაცია დამძიმდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით – გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.