“მაშინაც გაუშვეს ფილმი თუ გახსოვთ, ალბათ ეს შეკითხვა გაქვთ მაშინ რა გააკეთეთ და ახლა რას აპირებთო ხომ?! – თუ წავაგეთ, მე მართლა ამ ბრძოლიდან ცოცხალი არ წავალ. მე გამარჯვებული წავალ და ქართველი ხალხი გამარჯვებული წავა” – ამის შესახებ ყველასთვის ნაცნობმა მონაწილემ “პრაიდის” საწინააღმდეგო აქციიდან ირაკლი ხომასურიძემ “რუსთავი 2” -თან კომენტირებისას განაცხადა.
„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.