Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე?

September 18, 2024
რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე?

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა. ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო’მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

  • ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მამა, ამი­რან დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან შრო­მობ­და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ახლა კი დროა, რომ ქამ­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც იფიქ­როს:

– მე­რა­ბის ჩხუ­ბის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მოგ­ვაც­დე­ვი­ნოს მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არ უყუ­რებს შვი­ლის ჩხუბს, სულ ემო­ცი­ებ­შია, როცა დას­რულ­დე­ბა, შემ­დეგ უყუ­რებს ხოლ­მე. ჩემი შვი­ლი ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი იყო, სულ ვარ­ჯი­შობ­და, რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და.

– მე­რა­ბის გარ­და სხვა შვი­ლე­ბიც თუ გყავთ, ისი­ნი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

– სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არი­ან. ერთი ამე­რი­კა­შია, მუ­შა­ობს იქ, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვია. მე­ო­რე აქ მუ­შა­ობს, დაც­ვა­ში. თა­ვი­დან პარ­ლა­მენ­ტის დაც­ვა­ში იყო, შემ­დეგ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის დაც­ვა­ში, შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის, ბახ­ტა­ძის და ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დაც­ვა­შია.

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე?

– რა ხდე­ბა მე­რა­ბის მო­რი­გი ბრძო­ლის დროს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად?

– ყვე­ლა ვიკ­რი­ბე­ბით მე­ზობ­ლე­ბი, დიდი ქე­ი­ფი გვაქვს ხოლ­მე.

– რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებს თქვე­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

– როცა შე­უძ­ლია, სულ ჩა­მო­დის და აუ­ცი­ლებ­ლად, თა­ვის სო­ფელ­ში. ახლა ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თვის ბო­ლოს ალ­ბათ, ჩა­მო­ვა და მოგ­ვი­ნა­ხუ­ლებს.

– მე­რაბ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე ვა­პი­რებ­დი და­ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა არ შედ­გაო. ალ­ბათ, რო­გორც ხში­რად ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი, თქვენც ეუბ­ნე­ბით შვილს, რომ “ცოლი მო­იყ­ვა­ნოს…”

– რა თქმა უნდა, მაგ­რამ მა­შინ არ ეცა­ლა მე­რაბს. ხელი შე­ეშ­ლე­ბო­და, სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და. ქა­მა­რი უნდა მი­ე­ღო. ახლა უკვე ეკუთ­ვნის ქალი (იცი­ნის…)

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე?

– ქარ­თვე­ლი რძა­ლი გინ­დათ, თუ მთა­ვა­რია მე­რაბს უყ­ვარ­დეს?

– კარ­გი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი თუ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­საც შე­იყ­ვა­რებს, ის იქ­ნე­ბა კარ­გი, მაგ­რამ ქარ­თველ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

– ბა­ტო­ნო ამი­რან, მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მხი­ა­რულ ვი­დე­ო­ებს. ყო­ველ­თვის ასე­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და?

– კი, კი, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს იგო­ნებს.

– რო­გორ უნდა გა­ზარ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი?

– ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლო და პი­რი­ქით, ხელი უნდა შე­უ­წყო თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, შვილ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად იაქ­ტი­უ­რებს და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­რა­ბი ყო­ველ­თვის შრო­მობ­და, რომ წე­რენ ხოლ­მე, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­დაო, ჩვენ­თვის შრო­მა სა­თა­კი­ლო არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე?

მე­ო­თხე კლას­ში იყო მე­რა­ბი, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით სამ შვილ­თან ერ­თად. ბი­ჭე­ბი უკვე დი­დე­ბი იყ­ვნენ. ზა­ფხულ­ში მე­რა­ბი ბე­ბი­ას­თან ჩა­დი­ო­და სო­ფელ­ში და ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და. ახლა მე ვცხოვ­რობ სო­ფელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, შვი­ლე­ბი წა­სუ­ლე­ბი არი­ან.

– რა ოც­ნე­ბა აგიხ­დი­ნათ უმ­ცროს­მა შვილ­მა, რისი ახ­დე­ნაც თქვენ ვერ შე­ძე­ლით ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე?

– ჩემი ოც­ნე­ბა თა­ვად მე­რა­ბია და ახლა ქა­მა­რიც შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სა­ჩუქ­რებს, მე და მე­უღ­ლე ისე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ, ყო­ველ­თვის ვშრო­მობ­დით, მდიდ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნით მი­ვაღ­წი­ეთ.

წყარო: ambebi,ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ,,ლელოსგან” იყო შემოთავაზება, რომ გარკვეული სარგებელი გვექნებოდა, თუკი…“ – რას აცხადებს გია ბარამიძე?
  • „ჩვენ გვქონდა იდეა, ის თბილისის მერობის კანდიდატად წარგვედგინა…“ – ვისზე საუბრობს „გახარია საქართველოსთვის“
  • „ისრაელი ემზადება, რომ ირანზე იერიშები განაახლოს, თუკი…“ – რას წერს უცხოური მედია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge