ყველა ინდექსი, რომელიც ქვეყნდება ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციებიდან იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არის ძალიან მაღალი სტანდარტის დემოკრატია, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
„მსოფლიო ბანკს რაც აქვს პროგნოზირებული მომდევნო 3 წელზე, იმ ეკონომიკური ზრდითაც საქართველო ევროპაში პირველ ადგილს იკავებს და ამ ყველაფრის საფუძველი და საწინდარი არის ის უწყვეტი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ღია მმართველობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით, ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს.