ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე სოციალურ ქსელში 18 სექტემბრის მთვარის დაბნელებასა და 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე წერს. მისი თქმით, ერთი მხრივ დაძაბულობას, ხოლო საპირისპირო კუთხით, მოზღვავებულ ფანტაზიის უნარს გამოიწვევს, ამ დროს მოსული იდეები კი მომავალში რეალიზდება.
“შევდივართ უკვე მზე-მთვარის დაბნელების უმნიშვნელოვანეს ზონაში, ამიტომ განვიხილოთ მოსალოდნელი ამბები:
18 სექტემბერს გველოდება მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოს 25°40′ გრადუსზე. დაბნელება დაიწყება თბილისის დროით გამთენიის საათებში 04:41 საათზე. მაქსიმუმი, ანუ პიკი გვექნება 06:44 საათზე, ხოლო დაბნელება საბოლოოდ დასრულდება 08:47 საათზე.
მთვარის დაბნელება მუდამ მნიშვნელოვან რეფორმებთანაა ასოცირებული. ამ დროს, უმჯობესია თუ დავასრულებთ გარკვეულ პროცესებს, რაც მაგალითად წინა დაბნელების დროს დაიწყო ან ზოგადად, რაზეც ვმუშაობდით დიდი ხანი.
დაბნელებას ემთხვევა სავსემთვარეობა, რაც ორმაგად დიდი ეფექტია, სავსემთვარის პიკი იქნება თბილისის დროით 06:34 საათზე.
რადგან მიმდინარე ამბავი ხდება თევზების ზოდიაქოში, უნდა ვიცოდეთ, რომ თევზები განეკუთვნება მუტაბელურ ფენას, სტიქია წყალი – არაა გამორიცხული რომ ამ ხანებში მოგვიწიოს საკუთარ თავში ჩაღრმავება, დაფიქრება რას ვაკეთებთ არასწორად და რა გვიშლის ხელს, რა სახის ფსიქოლოგიური და სულიერი ბლოკადების წინაშე ვართ?
ხომ არ არის დრო მოსული, როცა უნდა გავთავისუფლდეთ ზედმეტი წნეხისა და უსარგებლო მავნე ჩვევებისგან?
დრო ძალიან კარგია ფსიქოლოგიური სეანსებისთვის, სულიერი სამყაროს გამოღვიძებისა და ლოცვისთვის, ზიარებისთვის, წყლის აბაზანების მიღებისთვის. ეცადეთ მეტი მოუსმინოთ და აპატიოთ, ანუგეშოთ ერთმანეთს.
იმ ორ კვირიან მონაკვეთში, რაშიც ვართ შესულნი, ახლაც მომდევნო დაახლოებით 6 თვიანი პროცესები იქნება გაწერილი.
ეცადეთ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი და მნიშვნელოვანი საქმეებისგან ცოტა ხნით დაისვენოთ.
დიდი ამბები გველოდება მსოფლიო გეო.პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მთვარე მიერთებულია პლანეტა ნეპტუნზე. აქ, არაა გამორიცხული, რომ გამძაფრდეს ფარული მტრების, ჭორების და ნეგატიური ინფორმაციების მდგომარეობა. ასევე, შესაძლოა ბევრი ცრუ მასალა ამოვარდეს წინა ხაზზე, ბევრი რამ გამოაშკარავდეს კიდეც, რაც დაძაბავს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს.
ამიტომ, უმჯობესია ზედმეტი სიახლეებისგან თუ თავს შეიკავებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისული ფონი მეტად უკონტროლო გახდება.
ცალკე აღებული ორგანიზაციული ან ინდივიდუალური კუთხით, ამ დაბნელებას საინტერესო ძვრები მოაქვს. ნეპტუნზე მიერთებულ ღამის მანათობელს ურანზე სექსტილიც ახლავს თან, რაც აუცილებლად გამოიწვევს არნახული სახით ფანტაზიის ჩართულობას და უამრავ ადამიანს მოუვა თავში აზრად ორიგინალური იდეები, აზრები, ეს კი შემდგომში ჰპოვებს თავის რეალიზაციას.
ერთგვარი გაწმენდვის, სულიერ თემებზე მუშაობის და ტრანსფორმაციის პერიოდია. მოიცილეთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით და ფიქრობთ რომ ნამდვილად ზედმეტია. მიმართეთ გენერალური დალაგების პროცესს.
მიმდინარე მთვარის დაბნელება მკაფიოდ მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვისაც გყავთ პლანეტები თევზების, ქალწულის, ასევე ტყუპების დაახლოებით 22-დან 28-29 გრადუსამდე მონაკვეთში.”- წერს ასტროლოგი სოციალურ ქსელში