2018 წლის 4 ივლისს ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრი მოკლეს. საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაურია. მას გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავიsუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კობაური ბრალს არ აღიარებს.
სასამართლოზე კობაურის წინააღმდეგ წარადგენენ მის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილ კადრებსაც. ფოტოებზე მოკლული ლორა სმითი ჩანს, ფოტოს ავტორი კი ბრალდებულია.
საინტერესოა ისიც, რომ კობაურის ბრალეულობის შესახებ თავდაპირველად მწყემსებმა იეჭვეს. ჩვენებების მიხედვით, როცა კობაურმა გაიგო, რომ ხეობაში პოლიციელები გამოჩნდენ, მან მწყემსების თანდასწრებით აიღო თოფი, გაახვია ის ნაჭერში და გადამალა. ამან მწყემსები დააეჭვა და მათ სამართალდამცველებს შეატყობინეს.
სმიტების მკვლელობის საქმის მთავარი დეტალები, რომლებიც თავდაყირა აყენებს მალხაზ კობაურის პირველ აღიარებით ჩვენებას -რა აღმოაჩინეს სმიტების ფოტოაპარატში, რომელიც გადამალული იყო:
ნახეთ ვიდეო აქ