მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ გიორგი ღოღობერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას წყენის გულში ჩადება არ სჩვევია და ექიმი დამთმენი უნდა იყოს.
“პრაიმშოუს” ცნობილი სკანდალის შემდეგ ამავე გადაცემაში ნინო ნადირაძე და გიორგი ღოღობერიძე ერთმანეთს შეხვდნენ, მომხდარზე, მათ ემოციებზე ისაუბრეს, ბოლოს კი სიმბოლური ჩახუტებაც შედგა.
“პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ყველაფერს არც ველოდი, (საზოგადოების მხარდაჭერას) რადგან მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფერი განსაკუთრებული… უბრალოდ ზოგჯერ ის მწყინს, როცა ამბობენ, გიორგი პოპულარობასთან ასოცირებულიაო, მაგრამ როგორ შეიძლება ექიმი იყოს ასეთი? – ჩემგან ეს ძალიან შორსაა, როგორ შეიძლება ექიმი პოპულისტი იყოს?! – პოპულისტი ადამიანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მაგრამ ჩემს ინტერესს არც მანამდე, არც ახლა და არც შემდეგ გეგმებში არ წარმოადგენდა, რომ მე ჩემს თავზე ორიენტირებული ვყოფილიყავი. პირიქით ბოლომდე ვიხარჯები, რომ საზოგადოებას მოვახმარო ჩემი შესაძლებლობები, რადგან მე თვითონ გავიზარდე ამ გაჭირვებაში და ვიცი რა არის უბრალოება და ვიცი, რას ნიშნავს გინდოდეს დახმარება.
ექიმი მოწოდებით უნდა იყო. ზოგჯერ პაციენტიც ნაწყენია ხოლმე რაღაცაზე, ექიმობა ნიშნავს იმას, რომ უნდა იყო დამთმენი, მომთმენი, მიმტევებელი და ყოველთვის დადებითისკენ ორიენტირებული. ეს შემთხვევაც (“პრაიმშოუს” სკანდალი) არ მიმიღია ცუდად, ხდება ხოლმე, არ უნდა დაიბოღმო.
ჩვენ ხომ ყველანი ადამიანები ვართ და გარკვეული ემოცია გვაქვს და მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ყველა შეფასებას ძალიან განვიცდი და ყოველთის გულთან ახლოს მიმაქვს, იმ დღესაც რაღაცნაირად იყო წყენის მომენტი.. მერე და მერე… მე ძალიან ტოლერანტული ვარ” – ამბობს გიორგი ღოღობერიძე ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში.
ცნობილი შეხვედრის შემდეგ კი ნინო ნადირაძემ განაცხადა:
“ვგიჟდები ახალგაზრდებზე და რატომ მბრალდება ყოველთვის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და იმის არ სიყვარული. ჩემ ჭკუაში გეგმებს ვაწყობდი, ეს ბიჭი ჩემთან უნდა წავიყვანო, ჩემი უნდა გახდეს და არ მოტრიალდა საპირისპიროდ?! (მაინც ჩემთან იქნება ბოლოს…) – გული დამწყდა, საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ჩვენს შორის შეიძლებოდა რაიმე ტიპის დაპირისპირება ყოფილიყო”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ, რაზე ღოღობერიძემ მიუგო:
“მე ისეთ უბრალო ოჯახში გავიზარდე, რომელსაც ასეთი თვისება ახასიათებდა – გულში არაფრის ჩატოვება არ ვიცოდით.”