მომღერალი ოთო ნემსაძე სოციალურ ქსელში ქართული მედიის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ
ინფორმაციის გამავრცელებლები ძირითადად, უარყოფით ახალ ამბებს ავრცელებენ:
„ბოლოს დასასტრესი ინფორმაცია რომ აღარ აქვთ ტელევიზიებსა და ინტერნეტ- საინფორმაციოებს, სხვა ქვეყანაში გადადიან და იქ სადმე სოფელში რომ კაცი არხში დაიხრჩო, იმას გვიყვებიან…
ბიჭო!!! ცუდია ძალიან, მაგრამ ამ ჩვენს ფსიქიკას რას უშვრებით?
მერე იტყვიან, ამან იძალადა – იმან მოკლა და…
დაანებეთ ამ 3 მილიონი კაცის გაფსიხებას თავი !!!!
პ.ს. რამე კარგი ხდება?“, – წერს ნემსაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: “შემოგვესივნენ გველები – გეგონება გველი ისე არ არსებობდეს.
ნასვამი კაცი დაიხრჩო მდინარეში – სამწუხაროა, მაგრამ ხდება ყველგან და რა ვქნათ?
და მილიონი მსგავსი ამბავი
და ვი ღა ლეთ !!!