მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა.
ო’მალიმ მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა -“ზედმეტად დიდი დაპირება გავეცი და ვერ შევასრულე, ბოდიში, მიყვარხართ”- წერს ამერიკელი მებრძოლი.
დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
დვალიშვილი UFC-ის უკვე მეორე ქართველი ჩემპიონია – ილია თოფურიას შემდეგ.
Sean O’Malley issues statement after his loss against Merab Dvalishvili at #NocheUFC.#UFC306 #MMA pic.twitter.com/sOz3uzP7pM
— Sportskeeda MMA (@sportskeedaMMA) September 15, 2024