გია ბაღაშვილი მსახიობ ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებასეხმაურება.
გია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ზურას ემოციური სიტყვებით ემშვიდობება.
„წავიდა ჩემი ზურა და ჩაწყდა გულში რაღაც დიდი და მთავარი!.. ის იყო ოქროს ადამიანი… სიკეთით სავსე, კეთილშობილი, თავმდაბალი, გვერდში მდგომი, სიყვარულით და სითბოთი სავსე, უნიჭიერესი ხელოვნებაშიც და ადამიანობაშიც… საუკეთესო იყო მთელს ჩვენს თაობაში! ამიტომაცაა ასე გულსაკლავი ზურას წასვლა… თან რა ახალგაზრდა წავიდა…
ჩემო ძმაო, ჩემო ბერიკ, შენს სულს ვენაცვალე, შენს ნათელ და სიკეთით სავსე სულს… ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი ჩემო მაგარო კაცო!.. მთელი ცხოვრება ჩემს გულში იქნები!“ – წერს გია ბაღაშვილი.