ექიმი გიორგი ღოღობერიძემ საკუთარ გულშემატკივრებს დაფასებისა და სიყვარულისთვის მადლობას უხდის. როგორც მან POSTV-ს გადაცემაში “სიკეთე მარტივია” აღნიშნა, თითოეულ მათგანს ყურადღებას აუცილებლად დაუფასებს.
“მინდა ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. სიყვარული ერთიანობაა, რის გამოც შეიძლება ადამიანს უყვარდე. ის პიროვნება შენ პატივს გცემს იმიტომ, რომ კარგი მიზნები, კარგი მოტივები გაქვს, რაღაც კარგის კეთება გინდა და როცა მათ ამხელა პასუხისმგებლობით უყვარხარ, შენს მხრებზე უკვე ძალიან დიდი წონაა, რომელსაც ძალიან უნდა გაუფრთხილდე, ბალანსი არ დაკარგო, სწორად წახვიდე. ამიტომ თითოეულ ადამიანს მართლა ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო და მადლობას ვუხდი იმ მოტივით, რომ ამ სიყვარულს ოდესმე აუცილებლად დავუფასებ. ბრძოლა მაინც წინ არის”, – აღნიშნა ღოღობერიძემ მერიკო კარტოზიასთან ინტერვიუში.