ტელეწამყვანმა და მსახიობმა თამუნა მუსერიძემ 8 წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მამა იპოვა და სამეგრელოში ესტუმრა.
როგორც ირკვევა, ტელეწამყვანის ბიოლოგიური მამა ზუგდიდში მცხოვრები ქორეოგრაფი გურგენ ხორავაა.
თამუნა ბიოლოგიურ დასაც შეხვდა, რომელიც ასევე სამეგრელოში ცხოვრობს. შეხვედრის ამსახველი კადრები მან სოციალურ ქსელში გაგვიზირია, მათ შორის ვიდეოც, სადაც ის ელარჯს ამზადებს.
“ამ ელარჯის ამოწელვას რატომ ეხუმრებოდით? რთული ყოფილა ხალხო”- წერს თამუნა მუსერიძე.