მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ნოე სულაბერიძემ ცნობილი სკანდალის შემდეგ გიორგი ღოღობერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
გადაცემის “პრაიმშოუ” ანონსში წამყვანის, ნოე სულაბერიძის მხრიდან გაჟღერებულ ფრაზებს გთავაზობთ:
“წარმოგიდგენია ამ დიალოგს რამდენი ადამიანი ელოდება?!”
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმართლე”
მინდა, რომ კიდევ ერთი ადამიანი შემოგვიერთდეს, მზად ხარ?”
გადაცემა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 30 ივნისს გავა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში “პრაიმ შოუ” მონაწილეობას დიდი სკანდალი მოჰყვა. იგი მიწვეული სტუმარი გახლდათ, სადაც მან პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელით ხალხის დახმარებაზე ისაუბრა, თუმცა, გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ნინო ნადირაძემ მიმართა, რომ მისი რჩევები შესაძლოა, საზოგადოებისთვის საშიში ყოფილიყო, რადგან მას პროფესიული დიპლომი არ ჰქონდა.
ნინო ნადირაძის მწვავე კითხვები გიორგი ღოღობერიძის კონკრეტულმა ფრაზამ გამოიწვია:
„მთელი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსმენელი ყურადღებით გისმენს. რატომ წამოვჭერი ასე აქტიურად? რაც ტელევიზიებში არ ჟღერდებოდა აქტიურად და რაც სჭირდებოდა საზოგადოებას, იმის გაჟღერება დავიწყე” – აღნიშნა ღოღობერიძე.
„რაც პანდემია დაიწყო, ჩემი კლინიკა არის, ყველაზე დიდი COVID-კლინიკა, ყველაზე დიდი საწოლფონდით, მე ჩემს თავს უფლებას არ ვაძლევდი ვინმესთვის რაიმე რჩევა მიმეცა, რჩევები კონკრეტული მიმართულების, კონკრეტულ სპეციალისტს უნდა მიეცა, თქვენ ინფექციონისტი ბრანდებით? – ჯერ არ გაქვთ ექიმის დიპლომი, თქვენ გქონდათ უფლება ეს გაგეკეთებინათ, როგორც ექიმს? – ასე მიმართა ღოღობერიძეს ნადირაძემ.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, გიორგი ღოღობერიძემ აღნიშნულთან დაკავაშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„მართლა არ ვიცი, რატომ მიმიწვიეს ამ გადაცემაში, მაგრამ ძალიან საწყენი გახდა, როდესაც მიზეზი გადაცემის მსვლელობისას გავიგე.
„პრაიმშოუს” გვერდზე იდო ეს ვიდეო, მაგრამ წაშალეს …
ჩემ გარდა, კოვიდ პანდემიის დროს, ყველა იძლეოდა რჩევებს, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პროფესიისა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი გაშავება არჩიეს…
არადა არც პოლიტიკური ინტერესი მქონია და არც- ფინანსური, მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა.
რეზიდენტი მალე აღარ ვიქნები, მაგრამ მაინც ძალიან მეამაყება, რომ „რეზიდენტის” სტატუსით გამოვდიოდი!
მეწყინა ამგვარი დამოკიდებულება”, – დაწერა ღოღობერიძემ.
აღნიშნულმა ფაქტმა სოციალურ ქსელში რეზონანსი გამოიწვია, რაზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ღოღობერიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა, ნინო ნადირაძე კი მწვავედ გააკრიტიკა.
რამდენიმე დღის შემდეგ კი ღოღობერიძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა: –” ისე მართლა, რეზიდენტურას მოვრჩი… უკვე დავასრულე ჩემი სწავლება და შეიძლება ითქვას, უკვე ერთი ნაბიჯია პრაქტიკული საქმიანობისკენ.“