Friday, November 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“… 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი”- გიორგი ძოწენიძე “ურსას” წარმატებაზე

September 11, 2024
“საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“… 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი”- გიორგი ძოწენიძე “ურსას” წარმატებაზე

ჯგუფი „ურსას“ შემოქმედებით საქმიანობაშ ფანტასტიკური სიახლეებია. ბოლო პერიოდი ჯგუფისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რაზეც სოლისტი გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „თბილისელებთან” საუბრობს.

– ვერ ვიტყვით, რომ აქამდე არ გიცნობდნენ და მსმენელი გაკლდათ, მაგრამ თითქოს, ახლა თქვენს შემოქმედებაში ფურორი მოხდა და საერთოდ სხვა ეტაპზე გადახვედით. რას უკავშირდება ეს ყველაფერი?

– ბევრი რომ არ ვიმარჩიელოთ, შეგვიძლია, მარტივად ვთქვათ, რომ ეს ღვთის წყალობაა. მიზეზების ძებნა თუ დავიწყეთ, შეიძლება, ბევრი აღმოვაჩინოთ. შეიძლება, ისიც, რომ საჭირო დროს ვიმღერეთ სიმღერა „მინდა, ფრთები გავშალო“. ეს ახალი წლის საღამოს მოხდა. ეს სიმღერა 7 წლით ადრე გვქონდა ჩაწერილი, ბოლოს კონცერტებზე უკვე აღარც ვასრულებდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით ხოლმე, რომ ძალიან გვჭირდებოდა ჰიტი, რომელსაც განსაკუთრებულად შეიყვარებდნენ, იმისთვის, რომ ნაბიჯი წინ გადაგვედგა. ასეთი იყო ჩვენი შიდა სამზარეულო. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს უფლის საჩუქარია – ახალი კი არ შევქმენით, რაც გვქონდა, იმისგან შეიქმნა ძალიან მაგარი ჰიტი, რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და ახალ სიმღერებზე დავიწყეთ მუშაობა, რამაც დიდი ტალღა ააგორა და წარმატებისკენ წავედით.

კიდევ ერთი მომენტს დავაკვირდით: ჩვენს კონცერტებში, რომელიც ხალხით არის სავსე და ყველა ჩვენთან ერთად მღერის, ახალ თაობას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი. კონცერტებს ყველა თაობა ესწრება, მაგრამ განსაკუთრებით ბევრია, დაახლოებით, 10-12 წლის ბავშვები. სწორედ მათ უკავიათ წინა რიგები და მთელი კონცერტის განწყობას ქმნიან. ჩვენთან ერთად მთელი გულითა და სულით მღერიან, მთელი სიყვარულით. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვები ჩვენთან ერთად ქართულ სიმღერებს მღერიან ისე, როგორც არასდროს. მადლობას ვუხდი მათ და მათ მშობლებს, რომ ასე აყვარებენ შვილებს ქართულ სიმღერას. შეიძლება, ამაში ჩვენი წვლილიცაა, მაგრამ უფრო მეტად მათი დამსახურებაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვის ამზადებს კრემლი “ბიძინა 2-ის” კანდიდატად?” – არმაზ ახვლედიანის მოსაზრება
  • “დაინახა, რომ მტკვარში ბიჭი იხრჩობოდა და წყალში გადაეშვა”- რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • ბათუმში ავარია მოხდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge