მეხის დაცემის შედეგად დაშავებული 40 წლამდე კაცი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შეგახსენებთ, რომ, 10 სექტემბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის ტყეში მეხის დაცემის შედეგად ერთი კაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.