მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე პედოფილიის ფაქტებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ უსუსურობის განცდა აქვს.
“სულ რაღაც 4 თვეში 40-ზე მეტი პედოფილიის ფაქტი… თინეიჯერები დანებით და იარაღით დარბიან, ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, ეზოებში ნემსები ყრია დეგრადაციას უკვე ისე განვიცდით, რომ ფსკერს ვთხრით. რატომ ვწერ ამ პოსტს?- აზრზე არ ვარ, განვიცდი და ღრიალი მინდა, ამ დროს ვწერ პოსტს და ვერაფერს ვცვლი უკეთესობისკენ. მეზიზღება ეს უსუსურობა” – წერს კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.