საქართველოს ნაკრებმა “ერთა ლიგა” ფანტასტიკურად დაიწყო და ჩეხეთის ნაკრების დამარცხება შეძლო, ანგარიშით 4:1. მეორე შეხვედრა დღეს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ალბანეთის ნაკრებს ტირანის “ეარ ალბანიაზე” (22 500 მაყურებელი) ვესტუმრებით. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, წინა შეხვედრაში განაცხადს მიღმა აღმოჩნდა ლუკა გადრანი,ახლა კი ვილი სანიოლმა 23-კაციან სიაში გიორგი წიტაიშვილი არ შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ალბანელებმა პირველ ტურში უკრაინა დაამარცხეს (2:1). იმის მიუხედავად, რომ აგებდნენ და ჩვენი ახალი მეტოქე ბურთს მხოლოდ 45%-ით ფლობდა, კარში ხუთჯერ დაარტყმის შემდეგ ორი გოლის გატანა მაინც შეძლო. მომავალი დაპირისპირება შესაძლოა პირველი ადგილისთვის ბრძოლაც იყოს.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ასეთია (3-4-1-2): მამარდაშვილი – გველესიანი, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი – ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე.