15 წლის ანასტასია გოგიჩაიშვილმა ფრანგულ საბავშვო „ვოისის” ბრმა კასტინგი წარმატებულად გადალახა და კონკურსის პირველ ტურში ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის შთამბეჭდავი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა.
მომდევნო ტური უკვე რინგია, სადაც ქართველი მონაწილე კიდევ ორ კონკურსანტთან ერთად იმღერებს და უკვე საკუთარი მენტორის გადაწყვეტილებას დაელოდება.
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი გოგონას წარმატებულმა გამოსვლამ სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი აღაფრთოვანა:
„პატარა ქვეყნის შვილი რომ დიდ ქვეყანაში ამ მასშტაბის კონკურსში გამოირჩევა და ყველას მის ნიჭიერებაზე აალაპარაკებს, დიდი მიღწევაცაა და ჩვენთვის საამაყოც. წარმატებები ჩვენს არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ანასტასიას“
„უნიჭიერესმა ქართველმა გოგომ, 15 წლის ანასტასიამ, ფრანგულ „ვოისში“, ბარბარა სტრეიზანდის სიმღერის უბადლო შესრულებით ოთხივე მწვრთნელი შემოატრიალა.