ირინკა კავსაძემ ცოტა ხნის წინ მსახიობ გიორგი ტაბიძესთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი მას რჩეულმა ხელი სთხოვა. გიორგისა და ირინკას ქორწილი 2024 წლის 31 აგვისტოს გაიმართა. ორწლიანი სიყვარულის ისტორია წყვილმა ქაშვეთის ეკლესიაში ჯვრისწერითა და კახეთში ქორწილით დააგვირგვინა.
გიორგი ტაბიძემ და ირინკა კავსაძემ სტუმრებს უმასპინძლეს ისტორიულ სოფელ მანავში, გიუაანის მეღვინეობაში. ქორწილი ღია ცის ქვეშ შედგა, ულამაზეს გარემოში გადაღებული კადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ახლახან Flovers27-მა გამოაქვეყნა ირინკას ფოტოები, სადაც პატარძალს მათ მიერ დამზადებული ულამაზესი თაიგული ამშვენებს.