2024 წლის სექტემბერში თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება გველოდება, რაც 9 წლის შემდეგ პირველად ხდება. 18 სექტემბრის შემდეგ დაბნელების დერეფანი იწყება, რაც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი, რომლის დროსაც ადამიანების ცხოვრებაში არაერთი ცვლილება და შინაგანი ტრანსფორმაცია მოხდება. მეტიც, აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგები “ემოციური ცუნამის” დროსაც უწოდებენ. ყველაზე დიდ გავლენას კი შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:
თევზები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18 სექტემბერს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელებაა და ამის შემდეგ, დაბნელების დერეფანი იწყება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს არაერთი სიახლე და ცვლილება ელოდება. ეს ეხება როგორც ურთიერთობებს, ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ასტროლოგების თქმით, დაბნელების დერეფანი თქვენთვის რადიკალურ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ყველაფერი, რაზეც ახლა ორჭოფობთ, აღნიშნულ პერიოდში ან საბოლოოდ უნდა დაასრულოთ ან ლოგიკური გაგრძელება უპოვოთ. თევზები ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ნიშანია და ზოგჯერ ადამიანებს იმაზე მეტად ენდობა, ვიდრე საჭიროა. დაბნელების დერეფანი ,,ვარდისფერი სათვალის“ მოხსნაში დაგეხმარებათ. ზოგიერთი ადამიანის ქცევა მათ პიროვნებას ახლიდან გაგაცნობთ. ემოციურად რთული პერიოდი იქნება, თუმცა სიცხადისთვის და სამომავლო გამოცდილებისთვის აუცილებელი.
ვერძი
როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელების დერეფანი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად ცხოვრებასა და სასურველ ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ არ გსურთ, რომ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები ნელ-ნელა არ დაკარგოთ. 2 ოქტომბერს კი შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი შემოვიდეს, მაგრამ… ამ ურთიერთობაში შეიძლება რაღაც აკრძალული ან რთული იყოს. ენდეთ სამყაროს, რადგანაც არის ურთიერთობები, რომლებიც ახალი გამოცდილების მისაღებად გვჭირდება.. .ვრცლად