ალბანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს 10 სექტემბერს 22:45 სათზე დაუპირისპირდება. როგორც ცნობილია, მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია.
ალბანელი ქომაგები ქართველ ფეხბურთელებს მიმართავენ – Albanian football-ი ოფიციალურ გვერდზე კი ასეთ პოსტს აქვეყნებს:
„როდესაც ალბანეთი საქართველოს დაუპირისპირდება. Air Albania ბოლომდე შეივსება. დაიმახსოვრეთ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში სახლში გოლი არ გაგვიშვია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“, – აღნიშნულია პოსტში.