ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითადი ბადის საგზური მოპოვება შეძლო.
საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილმა ფრანგი ალექსანდრ რეკო სამ სეტში, 6:1, 4:6, 6:2 დაამარცხა, მანამდე კი ფრანგ მაქსენს ბეგუს სძლია.
ამ ეტაპისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში (ATP) 347-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი იყო.