9 სექტემბერს ორშაბათს შესაძლებელია წვიმის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +29, +34°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°- ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს აქვეყნებს.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა, ღამით მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +9, +14°, დღისით +22, +27°, ზოგან +31°-მდე; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +14, +19°, ზოგან +27°-მდე.
10 სექტემბერს სამშაბათს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +31, +36°; მთაში ღამით +15, +20°, დღისით +29, +34°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +26, +31°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +14, +19°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°, ზოგან +31°-მდე; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +14, +19°, ზოგან +26°-მდე.
თბილისში 8 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერი +28°-მდე გათბება. ორშაბათს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და +30° ტემპერატურა. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება 10 სექტემბერს ღამით, დღე კი უმეტესად მოღრუბლულ ამინდს და +32° ტემპერატურას ელოდებიან.