Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რამდენი დაიხარჯება წელს “თბილისობაზე”? – ღონისძიების ჩატარების თარიღი ცნობილია

September 8, 2024
რამდენი დაიხარჯება წელს “თბილისობაზე”? – ღონისძიების ჩატარების თარიღი ცნობილია

 

წელს „თბილისობის“ ჩატარებაზე 3 519 558 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის, სამუშაოების შესყიდვის მიზნით დედაქალაქის მერიამ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.

როგორც შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, წელს ღონისძიება 5 და 6 ოქტომბერს ჩატარდება.

2024 წლის თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 და 6 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) და რიყის პარკში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე იქნება გათვლილი.

აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება თემატური დეკორაცია/ინსტალაცია, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, სადღესასწაულო ხეივანი, ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის. გაიმართება სხვადასხვა ჟანრის საბავშვო და საღამოს კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები.

მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, “ტკბილეულის ფესტივალი”, “თბილისური ბაზარი“, გამოფენა-გაყიდვა “თბილისური მრავალფეროვნება” და “გაუსინჯე თბილისს გემო /Taste Tbilisi”, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას.

წყარო: Business Press News

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
  • „მათი დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge