პარიზის პარალიმპიადაზე საქართველომ მეცხრე მედალი მოიპოვა – პარაწოლჭიმში აკაკი ჯინჭარაძე მესამე ადგილზე გავიდა.
ქართველმა პარასპორტსმენმა სამივე ცდა გამოიყენა (238,244 და 250 კგ), პარაწოლჭიმის ტურნირის გამარჯვებული კი ირანელი ამინზადე გახდა.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა.