ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან – ამის შესახებ ქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ განაცხადა.
“ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ყოველთვის, რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის“ – ამბობს გურამ კაშია.