საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით, 4-1 დაამარცხა – საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმის 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით გაიტანა. უკვე მეორე ტაიმში – 52-ე წუთზე მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, რის შემდეგაც 63-ე წუთზე ანგარიში ისევ გაიზარდა – მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა.2 წუთში ჩეხეთის ნაკრების კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მისი ავტორი გიორგი ქოჩორაშვილია.
მე-80 წუთზე ჩეხეთმა ერთი გოლი გაიტანა – მისი ავტორი ლუკაშ კალვაში იყო.
ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი ტომას სოუჩეკი ამბობს, რომ ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებული 73-ე მატჩი საკუთარ კარიერაში ყველაზე წარუმატებელი იყო:
“ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ რამდენიმე წინადადება ვთქვათ და ყველა უარყოფითი იქნება. ეს ალბათ ნაკრებში ჩემი ყველაზე ცუდი მატჩი იყო. შედეგი ერთია, მაგრამ თამაში სხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ვერაფერი გავაკეთეთ შეტევაში და ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში“ – განაცხადა ჩეხეთის კაპიტანმა და „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა მატჩის შემდეგ ČT sport-თან ინტერვიუში.