„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო სამ თვეში ბენზინი 9.3%-ით, ხოლო დიზელი 4.6%-ით გაუიაფდა. უფრო კონკრეტულად, თუ მაისში პლატსის ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, აგვისტოში 769.73 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 708.93 დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოში ნავთობიომპორტიორები საწვავს „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ბანზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს.
თუმცა, მიუხედავად, პლატსის ფასის შემცირებისა, საქართველოში ამ 3 თვის განმავლობაში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ძირითად შემთხვევაში არ შეცვლილა, მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში გაძვირდა კიდეც.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს დღეს საწვავი რიგ ბენზინგასამართ სადგურებზე:
Socar:
- ნანო სუპერი – 3.72 ლარი
- ნანო პრემიუმი – 3.34 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი – 3.15 ლარი
- ევრო 5 დიზელი – 3.28 ლარი
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.36 ლარი
Wissol:
- ეკო სუპერი – 3.75 ლარი
- ეკო პრემიუმი – 3.37 ლარი (მაისში 3.35 ლარი იყო)
- ევრო რეგულარი – 3.17 ლარი
- ევრო დიზელი – 3.34 ლარი
- ეკო დიზელი – 3.39 ლარი
- დიზელ ენერჯი – 3.29 ლარი
Gulf:
- G-Force სუპერი – 3.77 ლარი
- G-Force პრემიუმი – 3.37 ლარი
- G-Force ევრო რეგულარი – 3.27 ლარი
- ევრო რეგულარი – 3.17 ლარი
- ევრო დიზელი – 3.29 ლარი (მაისში 3.39 ლარი იყო)
Rompetrol;
- სუპერი – 3.77 ლარი (მაისში 3.75 ლარი იყო)
- ევრო პრემიუმი – 3.38 ლარი (მაისში 3.34 ლარი იყო)
- ევრო რეგულარი – 3.23 ლარი (მაისში 3.20 ლარი იყო)
- ევრო დიზელი – 3.43 ლარი
- ევრო დიზელი – 3.33 ლარი
Portal-ი:
- პრემიუმი – 2.99 ლარი (მაისში 3.09 ლარი იყო)
- ევრო რეგულარი – 2.79 ლარი (მაისში 2.89 ლარი იყო)
- ევრო დიზელი – 3.34 ლარი ( მაისში 3.44 ლარი იყო)