“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
პარტიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე კონსულტაციები უკევე დაწყებულია.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მას სურვილი არ აქვს, რომ მერობის კანდიდატი იყოს. როგორც “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი დებატები” მელიამ განმარტა, აღნიშნულ შემთხვევაში მას ამომრჩეველთან აქტიური ურთიერთობის შესაძლებლობა მოაკლდება.
“ვფიქრობ, რომ თბილისის მერობის კანდიდატი მე არ უნდა ვიყო, ეს არ არის სწორი. მე თავმდაბლობის გარეშე ვამბობ, რომ სჯობს, ქვეყნის მასშტაბით ვიყო მოქნილი და რეგიონიდან -რეგიონში გადაადგილების მეტი შესაძლებლობა მქონდეს და ასევე თბილისში ვიყო ძალიან აქტიური. თბილისის მერობის კანდიდატობა ნიშნავს, რომ პრაქტიკულად თბილისიდან ვერ გახვალ”, – განაცხადა ნიკა მელიამ თამარ ბაღაშვილთან ინტერვიუში.