8 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს საოპერო მომღერალი თამარ ივერი ეხმაურება, რომელიც სიკვდილით დასჯის დაკანონებას ითხოვს:
„ამ 2-3 წლის წინაც პატარა 8 წლის სკოლაში მიმავალი გოგოც ტრაგიკულად მოკლა და მკვდარი საშინელ ფორმებში გააუპატიურა ვიღაც ნაძირალამ, რომელიც ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა პატარა ბიჭის მკვლელობის და ბორჯომის პარკში დამარხვისთვის. ციხე ასეთი გახრწნილისთვის ხომ 3 ვარსკვლავიანი სასტუმროა? მახსოვს, თქვეს, ამ კაცის მობილურში ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების და სურათების ნახვის შემდეგ, პოლიციელებიც კი ცუდად გახდნენო. ის კი დღესაც ცოცხალია და ალბათ შეწყალებას ელის როდისმე. ან თუნდაც ის მანიაკი მწყემსი, ამერიკელი ოჯახი რომ ამოხოცა, მისი ჟინის დასაკმაყოფილებლად და პატარა ბავშვს სანადირო თოფით გაუხვრიტა შუბლი, ან გოგონა, ვინც საკუთარი დედა დაანაწევრა და შეჭამა. ისინი გამოუსწორებელი ავადმყოფები არიან და მათ გვერდით ყოველი თქვენგანი “დენთის კასრზე” უნდა იჯდეს… თუ როდის რა წამოუვლის თავში.
ერთადერთი, რაც ამ ავადმყოფებს აშინებთ ეს არის სიკვდილით დასჯა.. და იციან რა, რომ სახელმწიფოს ეს კანონი არ აქვს, ამით ეხსნებათ ხელ-ფეხი!მოვითხოვ და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს ჩემსავით, რომ კვლავ ძალაში შევიდეს საქართველოში ერთ დროს აქტიური სიკვდილით დასჯის კანონი ასეთი განსაკუთრებულად უმძიმესი დამნაშავეებისთვის!!!
პ.ს. ხოლო, ის “სხვის ომში ბრძენჩიკები”, ვინც გამომიხტება და დამიწყებს მორალის კითხვას ჰუმანურობაზე, უდანაშაულობების პრეზუმფციებზე, კონსტიტუციის მუხლებზე, კანონზე და არ გაბოროტდე! ნუ გახდები მისნაირი!
სახელმწიფოს და პოლიციის ბრალია!
ვინც უცოდველია პირველი ქვა იმან ესროლოს! და ა.შ.
მიიბლოკება ყველა!!!
ჰუმანურობა არ მაკლია….მაგრამ ამ კატეგორია ხალხზე ეს ეპითეტები არ ვრცელდება!!!
ისინი საზოგადოებისთვის სამუდამოდ საშიშნი რჩებიან და ასეთ დანაშაულებზე საკუთარი თავით უნდა ზღონ!!!
აბა, ის იყო სამართლიანი თვითმფრინავის გატაცებისთვის რომ დახვრიტეს საბრალო ახალგაზრდები, რომლებსაც “ცოტა სხვაგვარი”, თავისუფალი ცხოვრება სწყუროდათ და ჭიანჭველა არ მოუკლიათ?”, – წერს თამარ ივერი. პოსტის კომენტარებში კი სოციალური ქსელის მომხმარებელს პასუხობს: “არავითარი სამუდამო!!! სიცოცხლე მათთვის საჩუქარია! როგორც ისინი ფატრავენ ხალხს….იგივე უნდა მიეზღოთ! რამდენი სერიული მანიაკია 50 და 70 ადამიანი რომ ჰყავს ტყეებში დაკლული და თურმე სამუდამოში გაუშვან და კიდევ შეინახონ ცხოვრების ბოლომდე.”