Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის დასრულდება ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია?

September 4, 2024
როდის დასრულდება ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია?

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, შესაძლოა, კიდევ 11 თვე ვერ დასრულდეს – ამის შესახებ მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტზე მომუშავე კომპანია “ბადა ქონსთრაქშენსის” მფლობელმა ბაჩანა ადამიამ განუცხადა.

მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.

გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. არსებული ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს იწურება, თუმცა ამ დრომდე ადგილზე სამუშაოების დიდი ნაწილი არ შესრულებულა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მერიამ კონტრაქტორს ამ დროისთვის 2’996’227 ლარი გადაუხადა, თუმცა კითხვაზე თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული არსებული ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამ დროისთვის არ აქვს.

თავად კომპანიის 100%-იანი წილი მფლობელი ბაჩანა ადამია BM.GE-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ სამუშაოები ადგილზე ექსპერტიზის დასრულებამდე ვერ გაგრძელდება. მისი თქმით, ექსპერტიზის დასრულებას სავარაუდოდ 1 თვე დასჭირდება, ამის შემდეგ კი რეაბილიტაციისთვის საჭირო სავარაუდოდ 10 თვე იქნება.

“ჭერის გახსნისა და ძველი დაფარვის მოხსნის შემდეგ თაღს ექსპერტიზა და შესწავლა სჭირდება. აქედან გამომდინარე ველოდებით ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი პროექტის გაგრძელება. შესაბამისად პროექტის ვადაც გაგრძელდება.

ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძირითადი სამუშაოები ექსპერტიზის გარეშე ვერ ჩატარდება, რადგან მეტრო რამდენიმე ათეული წლის წინაა აშენებული და გვინდა კარგი რეაბილიტაცია გავუკეთოთ. აქედან გამომდინარე მერია აქცენტს აკეთებს ხარისხზე, როგორც ჩვენ სამშენებლო კომპანია. ამიტომ ყველა სათანადო შესწავლას ვაკეთებთ და იმისთვის რომ კარგი გამოვიდეს ეტაპობრივად მივყვებით.

ექსპერტიზის დასრულებას შეიძლება 1 თვე დასჭირდეს. ამის შემდეგ რეაბილიტაციის დასრულებას 10 თვეზე მეტი არ დასჭირდება”, – ამბობს “ბადა ქონსთრაქშენის” მფლობელი ბაჩანა ადამია.

ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი” მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა… პირველად მამაჩემის ხელი გულზე მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ” – ონისე ცხადაძე
  • გორში ქალს ავტომობილი დაეჯახა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • „რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა…“ – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge