Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ბავშვს უნდა ვასწავლოთ რა ადგილებია ინტიმური, ვის და როდის შეუძლია შეხება – პატარაია

June 27, 2021
ბავშვს უნდა ვასწავლოთ რა ადგილებია ინტიმური, ვის და როდის შეუძლია შეხება – პატარაია

8 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობის ფაქტს უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც ის სექსუალური განათლების მნიშვნელობაზე წერს:

„პედოფილიისაგან ბავშვების დაცვის საუკეთესო გზა არის განათლება. ამ ქვეყანაში ხალხს სექსუალური განათლება ბავშვებისთვის კამასუტრას სწავლება ჰგონია, სინამდვილეში კი ეს ბავშვების დასაცავად ცოდნის მიწოდებაა.

ბავშვს უნდა ვასწავლოთ რა ადგილებია ინტიმური, ვის და როდის შეუძლია შეხება, ანუ მაგალითად ჰიგიენის პროცედურების ჩატარების დროს რომ ნორმალურია, ან ექიმთან ვიზიტის დროს, თუ ტკივილები აწუხებთ და ა.შ. სხვა ყველა შემთხვევაში, რომ ეს სექსუალური ძალადობაა უნდა იცოდნენ პატარებმა. თავისით ეს არც ერთმა ბავშვმა არ იცის და ვერც მიხვდება ამას თავისით და დიდხანს იქნება ძალადობის ქვეშ.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ პედოფილის ამოცნობა და ამისათვის აბსოლუტურად არაა საჭირო სექსის სწავლება და ამას ჰქვია სექსუალური განათლება. უნდა ვასწავლოთ, რომ პედოფილის მუქარის არ შეეშინდეს. უნდა ვასწავლოთ, თუ ვის მიმართოს საშველად და რომ მშობლის გარდა, ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, ან მანდატური და ა.შ.

სექსუალური განათლება ნიშნავს ბავშვის ცოდნით აღჭურვას, რომ მან თავის დაცვა ისწავლოს. ამ ქვეყანაში კი სექსუალურ განათლებას უფრო მაგრად ებრძვიან, ვიდრე თავად პედოფილიას. ესეც უვიცობის ბრალია და ასევე ვასაძეებრთა და საპატრიარქოს პოზიცია, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თუ პრობლემაზე ბავშვებს არ დაელაპარაკებიან, ეს პრობლემა თავისით გაქრება. ამ დროს პირიქით, რაც უფრო დამალული და უთქმელია, მით უფრო ყვავის პედოფილია.
თუ ბავშვების დაცვა გვინდა, ბავშვებს უნდა მივცეთ შესაბამისი ცოდნა, რომ ამოიცნოს პედოფილის ქცევა და დროულად ითხოვოს შველა უფროსისაგან.”, – წერს პატარაია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვხედავთ განხეთქილებას, თუმცა დეტალებში არ მინდა შევიდე” – რას აცხადებს კახა კალაძე
  • “ირანს არაფერს არ შევთავაზებ” – რას აცხადებს დონალდ ტრამპი
  • “ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციის მეორე ნაწილს?!” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge