დღეს დაახლოებით 13:00 საათზებათუმიდან მომავალი სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ორივე მათგანი საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა.
სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მატარებლიდან მგზავრები მეორე მატარებელში გადაიყვანეს.
ფეიქრების მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მგზავრები სარკინიგზო შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.