ავარიის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, საქართველო რკინიგზა უახლოეს რეისს აუქმებს – 3 სექტემბერს, 17:00 საათზე მატარებელი თბილისიდან ბათუმისკენ აღარ გავა.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული ბილეთების თანხას აანაზღაურებენ. კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ავარია დღეს, 3 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ბათუმიდან თბილისში მიმავალი, სავარაუდოდ, სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. თუმცა, გარდაიცვალა რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.