Sunday, September 21, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა”– ჯაღმაიძე მოსაზრებაზე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ

September 2, 2024
“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია”– ანდრია ჯაღმაიძე

თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა, თუმცა ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, არც უალტერნატივო ფორმა, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

წამყვანმა მას ჰკითხა, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოხდებოდა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება, არსებობდა მოსაზრება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ და იყო თუ არა დისკუსიის საგანი ეს საკითხი.

„თავდაპირველად ჩვენთან შეთავაზება სწორედ ამ ფორმით შემოვიდა, ოღონდ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ ყოფილა რაიმე კატეგორიული მოთხოვნა, არც უალტერნატივო ფორმა. ყველა იმ პირობამ, რაც ბოლო პერიოდში ეკლესიის გარშემო მიმდინარეობს, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინიციატივა. მხედველობაში მაქვს ეკლესიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური, მიზანმიმართული, დისკრედიტაციული კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ლგბტ პროპაგანდის ინტენსიურ ხაზს ვხედავთ ეკლესიის ოპონენტების მხრიდან და განმსაზღვრელი აღმოჩნდა ეს ხაზი ეკლესიასა და ნაწილ არასამთავრობოებს, თუ პოლიტიკურ პარტიებს შორის. ალბათ ეს გარემოებები გახდა მიზეზი, რომ სახელმწიფოს გადმოედგა ეს ნაბიჯი. როდესაც დიალოგი შედგა ხელისუფლებასთან, სრულიად ცხადი გახდა, რომ უალტერნატივო არ იყო ეს შეთავაზება, ეს იყო შეკითხვის სახით დასმული – ხომ არ იქნებოდა მიზანშეწონილი და რას ფიქრობდა ამაზე მართლმადიდებლური ეკლესია რომ ასეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო. მსჯელობის შემდეგ, მღვდელმთავრების, სპეციალისტების ჩართულობით, ხელისუფლებასთან კონსულტაციის შემდგომ, შეირჩა სხვა ფორმა. ეს ფორმაც საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის, პრინციპებზე შევჯერდით ხელისუფლებასთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს კონსულტაციები იმ მხრივ, რომ პრინციპები შეირჩა, შედეგიანი იყო“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დანაშაულები 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – შსს განცხადებას ავრცელებს
  • სტიქია ფოთში – დატბორილია, ქუჩები და ეზოები
  • თბილისის ნაწილს შუქი მთელი დღით გაეთიშება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge