Monday, June 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უცნაური შეგრძნებაა, იგივენაირად ვნერვიულობ”- ნოე სულაბერიძე

June 26, 2021
“უცნაური შეგრძნებაა, იგივენაირად ვნერვიულობ”- ნოე სულაბერიძე
პროდიუსერმა და ტელეწამყვანმა ნოე სულაბერიძემ “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით აბიტურიენტებს რჩევები გაუზიარა. ამასთან, ტელეწამყვანმა ისიც აღნიშნა, რომ თავად აბიტურიენტის მამა გახლავთ, რის გამოც საკმაოდ ღელავს.
“თითქოს გუშინ იყო მისაღებ გამოცდებზე დაძაბული რომ ვიჯექი უნივერსიტეტის დიდ ბიბლიოთეკაში, ფურცლებით და კალმით ხელში, ახლა კი უცნაური შეგრძნებაა აბიტურიენტის მამა, რომ ვარ და იგივენაირად ვნერვიულობ.
თუ ამ ქვეყანას ნათელი მომავალი უწერია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განათლების დონე იქნება მაღალი. საამისოდ, ყველა აბიტურიენტს მინდა წარმატება ვუსურვო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ამავდროულად ყველაზე ლამაზი, უნიკალური და დაუვიწყარია. ყველანაირი გამოცდილებით შემიძლია გისურვოთ შემდეგი:
1. ბევრი იარეთ ფეხით, ან ირბინეთ ამ დროს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იპოვით
2. რაც შეიძლება ხშირად ხმამაღლა გააჟღერეთ ახალი აზრები, ახალი იდეები, ასეთ დროს, მალევე იპოვით თანამოაზრეს, თქვენივე წამოწყების პოტენციურ თანამონაწილეს
3. შეამცირეთ, აარიდეთ კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ფორიაქი და ნეგატივი. ასეთი ადამიანების ენერგეტიკული ველი თქვენზე ყოველთვის უარყოფითად იმოქმედებს
4. იკითხეთ წიგნები, ბევრი იკითხეთ. არა იმიტომ, რომ ამას ხშირად ისმენთ, არამედ იმიტომ, რომ არ არსებობს უკეთესი მოგზაურობა დროსა და სივრცეში ვიდრე კითხვაა. არ არსებობს მეტი სიმდიდრე, ვიდრე თითოეული საინტერესოდ წაკითხული წიგნი
5. არასდროს შეეშვათ სპორტს და ვარჯიშს, ყველაზე მძიმე მომენტებშიც კი. ფიზიკური სიძლიერე შედარებით მარტივად გადაგატანინებთ ყველანაირ დაბრკოლებას
6. ხშირად უთხარით თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ზოგადად თქვენთვის ახლობელ ადამიანებს, ყველას ვინც თქვენთვის ძვირფასია, რომ გიყვართ ისინი. გაცემული დადებითი აურა აუცილებლად კიდევ უფრო უკეთესად დაგიბრუნდებათ
7. არასდროს შეწყვიტოთ ოცნება, მათ შორის ყველაზე მიუწვდომელ მოვლენაზეც კი. დაუღალავი ფიქრით და ასეთივე მიზანდასახულობით აუცილებლად აიხდენთ ყველაფერს.
8. და ბოლოს: არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა სამწუხაროდ იშვიათი თვისება ადამიანებში მადლიერებაა. არასდროს გამოგრჩეთ მადლობის თქმა, თუნდაც უმნიშვნელო მოვლენაზეც კი
წარმატებები”, – წერს სულაბერიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოპოზიციის ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოუცხადა ოპოზიციის მეორე ნაწილს?!” – რას წერს რომან გოცირიძე
  • ხანძარი თურქეთში – რა ხდება ადგილზე
  • “ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება დამჭირდა” – ირაკლი კობახიძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge