საზამთრო — ერთ ან მრავალწლოვანი მცენარის გვარი გოგროვანთა ოჯახისა. ნაყოფი გოგრულაა, სფეროსებრი, ოვალური ან ცილინდრული; შეფერილობა — თეთრიდან მუქ მწვანამდე. კანი შეიძლება მოხატული იყოს ბადისებრი ვარაყით ან ზოლებით, ლაქებით და სხვა. რბილობი ვარდისფერი, წითელი, ჟოლოსფერი, იშვიათად თეთრი ან ყვითელია.
საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. ის დაბალკალორიულია – 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98% წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც.
1. აახალგაზრდავებს კანს
თუ მუდამ გიწევს ბრძოლა კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ კანმა ჯანსაღი შეფერილობა დაკარგა, მიირთვი საზამთრო. მასში შემავალი A ვიტამინი აღადგენს უჯრედებს და აუმჯობესებს სახისა და ტანის კანის მდგომარეობას.
2. უხდება გულს
ის, ვინც გულის დაავადებას უჩივის, ვალდებულია, გაამდიდროს რაციონი საზამთროთი. მასში შემავალი ლიკოპინი აძლიერებს გულის კუნთს; C ვიტამინი, კალიუმი და კაროტინოიდები ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამგვარად, საზამთროს ჭამით იცავთ გულს.
3. აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას
უხსოვარი დროიდან ცნობილია საზამთროს დადებითი გავლენა თირკმელებზე.
საზამრთრო ძალიან სასარგებლო ხილია ასევე მისი კურკა შეიცავს რიბოფლაფინს, ფოსფორს, კალცს, თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს – ამ ყველაფრის დამსახურებით ის უნიკალური პროდუქტია.
საზამთროს კურკების ნაყენი
5 ს/კ საზამთროს ნედლი კურკები
1 ლ ცივი წყალი
მომზადება:
დანაყე კურკები, დაასხი ცივი წყალი, დადგი ცეცხლზე და მიიყვანე დაუღებამდე.
როცა წყალი ადუღდება, ხარშე კურკები 45 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გაწურე ნაყენი და მიიღე დღეში 3-ჯერ თითო ჭიქა.
ეს ნაყენი შესანიშნავი შარდმდენი საშუალებაა, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას. ასევე მას იღებენ პროსტატის პროფილაქტიკისთვის. ასევე ნაყენი ეფექტურია ჰიპერტონიისას.