ფეიხოა, აგრეთვე ცნობილი როგორც ანანას-გუავა — მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეების გვარი მირტისებრთა ოჯახისა. სამხრეთ ამერიკის სუბტროპიკულ რაიონებში ცნობილია 3 სახეობა.
ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია), რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს — ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს. მწიფე ნაყოფი შეიცავს: მშრალ ნივთიერებას 30,7–40,3%, შაქრებს 8,2–12,5%, სიმჟავეს 2,3–3,1%.
ფეიხოა შეიცვას უხვი რაოდენობით A, B, C -ვიტამინებს, იოდს და კალიუმს.
იოდის საშუალებით ჩიყვის დაავადებას თავიდან მარტივად მოიშორებთ.
ფეიხოა ერთადერთი მცენარეა, რომელიც იოდის შემცველობით ზღვის პროდუქტებსაც კი უსწრებს. იოდი წყალხსნად მდგომარეობაშია, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს.
კარგად იცავს ლორწოვან გარსებს!
თუ ფეიხოას გადაჭარბებული რაოდენობით მიიღებთ, ესე იგი, ორგანიზმში ზედმეტი იოდი მოხვდა. ამ დროს ადამიანს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ნერვული აღგზნებულობა, შფოთვა, გახშირებული გულისცემა და „ციმციმა“ (ხშირად ცვალებადი, „მოხტუნავე“) ტემპერატურა, ასევე შრომისუნარიანობის დაქვეითება, მეხსიერების გაუარესება.
ფეიხოა შეიცავს ბევრ საქაროზას, ამიტომ მის მიღებას უნდა მოერიდონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანები, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პროდუქტში პექტინის მაღალი დონე საქაროზას მოქმედებას ანეიტრალებს.