ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები – რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს; თუ იღებთ ვიტამინებს ან სხვა რაიმე დანამატს – რამდენი ხნის შემდეგ შეგვიძლია მივირთვათ ყავა და რა დროის ინტერვალით; რამდენი ფინჯანი ყავა უნდა მივირთვათ ყოველდღიურად, რომ ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებას არ შევუშალოთ ხელი – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც კოფეინის მიღებას უკავშირდება, “რუსთავი 2-ის” ეთერში ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ისაუბრა.