“სახელმწიფოს მხრიდან ეს არის თავაზიანობის აქტი , რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას” – აცხადებს საპატრიარქოში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე “ოცნების” შეთავაზებაზე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება ამ შეთანხმებას.
“სახელმწიფოს მხრიდან ეს არის თავაზიანობის აქტი , რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას და ამაზე თანხმდება უმრავლესობა მღვდელმთავრებისა, რომ ეს მისაღებია. შემოთავაზება იყო სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების , თუმცა ეს გულისხმობდა თავის შინაარსში ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამის გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირების იქნება, ამაზე მიდის ისევ მსჯელობა” – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ.
შეხვედრა გაიმართა დღესაც. შეხვედრის დასრულებამდე დატოვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, რომელიც “ოცნების” ინიციატივას მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა იქნას მიღებული. მისივე თქმით, იგივე პოზიციაზეა პატრიარქიც.