Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი – პოლიცია დამნაშავეს ამ წუთებშიც ეძებს

August 29, 2024
ვინ არის ცოლის და ორი მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი – პოლიცია დამნაშავეს ამ წუთებშიც ეძებს

ფიქრია ტუგულაშვილი ქმრის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეზე მეზობლებთან ხშირად საუბრობდა. “ახლა რომ მივატოვო, არ მომასვენებსო, არადა, ეშინოდა… რამე რომ შევატყო, მაშინვე გავშორდებიო,” – ჰყვება “კურიერთან” ერთ-ერთი ადგილობრივი.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალი სიკვდილს ერთხელ უკვე გადაურჩა. დაახლოებით, ორი წლის წინ, ის ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე, კისრის არეში დანით დაჭრა. მაშინ, პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. ციხიდან გათავისუფლებიდან ერთ თვეში, მან ცოლს, ამჯერად, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კაცმა იმავე იარაღით მოკლა ორი მეგობარიც. დამნაშავის სახლში ცხედრები პირველად მეზობლებმა ნახეს.

სამმაგ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახლა მას სამართალდამცველები ეძებენ. უკვე დაკითხეს მეზობლებიც.

წინასწარი ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა საკუთარ სახლში მოკლა ცოლი და ერთი მეგობარი, რომელიც მასთან აბაზანის რემონტზე მუშაობდა. ამის შემდეგ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კიდევ ერთ მეგობარს, როინ კბილაშვილს სამუშაო ადგილზე მიაკითხა და მასაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. სამივე მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები თავის არეში აღენიშნება.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ ზვიად ზურაბაშვილმა ცოლზე ძალადობის ბრალდებით სასჯელი ერთხელ უკვე მოიხადა. ამბობენ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, ცოლ-ქმარი დასასვენებლადაც იყო წასული და კონფლიქტი აღარ ჰქონიათ. ახლობლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

დამამძიმებელ გარემოებებში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობა – ამ კვალიფიკაციით იძიებს დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge